ახლადგარემონტებული სახლი ყველას უყვარს და უხარია, თუმცა მას თავისი პრობლემაც მოსდევს ხოლმე თან – გენერალური დალაგება. იმისთვის, რომ ახალგარემონტებული სახლი რაც შეიძლება მყუდროდ, სუფთად და კომფორტულად მოაწყოთ, თანაც ისე, რომ ეს ძალიან დამღლელიც არ გახდეს, დაიცავით Mistercleaner.ge-ის რჩევები:
პირველ რიგში, უნდა შეიძინოთ სპეციალური ხსნარები – გვერწმუნეთ, ამა თუ იმ ნარემონტალი ლაქის მოშორება სპეციალური ხსნარებით ბევრად უფრო გაგიადვილდებათ; აუცილებლად უნდა აიღოთ მტვერი ყველა დაბინძურებული ადგილიდან, შემდეგ დაასუფთავოთ იატაკები და მოემზადოთ ბოლო, ყველაზე მთავარი ნაწილისთვის – დაიწყოთ ავეჯის განლაგებასა და ოთახების მოწყობაზე ფიქრი.
1) დავაგოთ ხალიჩები
მტვერი აღებულია, იატაკი მოსუფთავებული და უკვე შეგვიძლია ხალიჩები გავშალოთ. გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლოა, ხალიჩების ზემოდან ავეჯის დადგმა მოგვიწიოს, აუცილებელია, რომ ეს პროცედურა სწორედ ავეჯის დალაგებამდევე მოვაგვაროთ.
2) დავკიდოთ ფარდები
დიასახლისთა უმრავლესობის აზრით, სახლის დალაგებისას, ფარდები ყველაზე ბოლოს უნდა დაიკიდოს, თუმცა, ჩვენ განსხვავებული მოსაზრება გვაქვს. ვფიქრობთ, ასეთ დროს ფარდები საწყის ეტაპზევე უნდა ჩამოვკიდოთ, რადგან შესაძლოა, ოთახებში გვედგას ავეჯი, რომელიც ფანჯრის სიახლოვესაა განთავსებული, რამაც შესაძლოა ფარდების დაკიდების პროცესი გაართულოს, ან ვერ მისწვდეთ საკიდს და ავეჯმა შეგიშალოთ ხელი და სხვ. ამიტომ, გირჩევთ, გაითვალისწინოთ ეს დეტალები.
3) ავეჯის დადგმა
რადგან ხალიჩა უკვე დაგებულია და თქვენ უკვე კარგად გაქვთ გათვლილი ყველა ფუნქციონალური ზონა – ახლა ვიწყებთ ავეჯის განლაგებას. პირველ რიგში, გირჩევით კარადებისა და სხვა მძიმე ავეჯის განთავსებას, უფრო მეტად – კედლის გასწვრივ. ამის შემდეგ ხელი აღარ შეგეშლებათ რბილი ავეჯის განთავსებაში, ან პირიქით, რბილი ავეჯი აღარ შეგიშლით ხელს მათ საკუთარ ადგილამდე მიტანაში. როდესაც დიდი ზომის ავეჯის განლაგებას დავასრულებთ, შემდეგ, შეგვიძლია, რბილ ავეჯსაც მივუჩინოთ ადგილი.
4) დეკორაციების მოწყობა
ამ ეტაპზე, ძირითადი და შავი სამუშაო დამთავრებულია. დგება სახლის დეკორირების დრო. აქ უკვე სრული თავისუფლება გაქვთ, მხოლოდ თქვენს ფანტაზიასა და გემოვნებას მიენდოთ. მოსასვენებელ ზონას, დივანსა და სავარძლებს ვაფორმებთ სხვადასხვა ფერისა და ფორმის ბალიშებით, პლედებით… ოთახებს ვაწყობთ ქოთნის ყვავილებით და სხვ. თუკი ოთახის ყვავილები გიყვართ, თქვენთვის იდეალური იქნება, თუკი ყოველ ზონაში ორ მცენარეს მოათავსებთ. ეს დაგეხმარებათ სივრცის გადახალისებაში, ინტერიერისთვის ბუნებრივი ფერადოვნების მინიჭებაში და გარდა ამისა, მცენარეები გაგისუფთავებენ ჰაერს.
გაითვალისწინეთ Mistercleaner.ge-ის რჩევები!